Error
საზოგადოება
სამეგრელო-ზემო სვანეთში წარჩინებული სწავლისთვის 96 მოსწავლე კომპიუტერებით დააჯილდოვეს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლებმა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 96 მოსწავლეს საჩუქრად ლეპტოპი გადასცეს. კომპიუტერები ზუგდიდის საჯარო სკოლების 20-მა მოსწავლემ მიიღო,  მათ შორის 12 მოზარდი  მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეა. დაჯილოდოვებულ მოსწავლეებს შორის 5 იძულებით გადაადგილებულია. ზუგდიდის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ლელა ქებურიამ აღნიშნა, რომ ჯილდო ცხრაკლასდამთავრებულ მოსწავლეებს საბაზო საფეხურის წარჩინებულად დამთავრებისთვის გადაეცათ. მოზარდების დაჯილდოვება სამინისტრომ პროგრამის- „ჩემი პირველი კომპიუტერი“ - ფარგლებში განხორციელა.
Print