Error
საზოგადოება
რიჩარდ ნორლანდი - საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების განსაზღვრა ამ ეტაპზე შეუძლებელია
საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების განსაზღვრა ამ ეტაპზე შეუძლებელია, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში, რიჩარდ ნორლანდმა ზუგდიდში ჟურნალისტებს განუცხადა. ელჩის თქმით, აშშ-ის მთავრობა საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობას მომავალშიც გააგრძელებს. "საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების განსაზღვრა ამ ეტაპზე შეუძლებელია. არ ვიცით, ვინ გახდება საქართველოს პრეზიდენტი. აშშ გააგრძელებს თანამშრომლობას მომავალ პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და მათი მეშვეობით - საქართველოსთან", - აღნიშნა რიჩარდ ნორლანდმა. ცნობისთვის, აშშ-ის ელჩი საქართველოში, ზუგდიდში იმყოფება და ის უკვე შეხვდა  #67  საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს. ელჩს შეხვედრები ასვე, დაგეგმილი აქვს  არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან, საერთაშორისო და ადგილობრივ დამკვირვებლებთან.
Print