Error
საზოგადოება
დღეს საქართველო რიგით მეოთხე პრეზიდენტს აირჩევს
საქართველოს მოსახლეობა დღეს, 27 ოქტომბერს რიგით მეოთხე პრეზიდენტს აირჩევს . არჩევნებში 23 კანდიდატი იყრის კენჭს, მათგან ცხრა კანდიდატი პოლიტიკურმა პარტიამ წარადგინა, ხოლო - 12 საინიციატივო ჯგუფმა. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატების საარჩევნო ნომრებია: #1. თამაზ ბიბილური (საინიციატივო ჯგუფი); #2. გიორგი ლილუაშვილი (საინიციატივო ჯგუფი); #3. სერგო ჯავახიძე (სამართლიანი საქართველოსთვის); #4. კობა დავითაშვილი (ხალხის პარტია); #5. დავით ბაქრაძე (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა); #6. აკაკი ასათიანი (ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი); #7. ნინო ჭანიშვილი (საინიციატივო ჯგუფი); #8. თეიმურაზ ბობოხიძე (საინიციატივო ჯგუფი); #9. შალვა ნათელაშვილი (ლეიბორისტული პარტია); #10. გიორგი თარგამაძე (ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა); #11. ლევან ჩაჩუა (საინიციატივო ჯგუფი); #12. ნესტან კირთაძე (საინიციატივო ჯგუფი); #13. გიორგი ჩიხლაძე (საინიციატივო ჯგუფი); #14. ნინო ბურჯანაძე ("დემოკრატიული მოძრაობა –ერთიანი საქართველო"); #15. ზურაბ ხარატიშვილი ("საქართველოს ევროპელი დემოკრატები"); #16. მიხეილ სალუაშვილი (საინიციატივო ჯგუფი); #17. ქართლოს ღარიბაშვილი (საინიციატივო ჯგუფი); #18. მამუკა ჭოხონელიძე (საინიციატივო ჯგუფი); #19. ავთანდილ მარგიანი (საინიციატივო ჯგუფი); #20. ნუგზარ ავალიანი (საინიციატივო ჯგუფი); #21. მამუკა მელიქიშვილი (საინიციატივო ჯგუფი); #22. თეიმურაზ მჟავია ("ქრისტიან-დემოკრატიული სახალხო პარტია"); #41. გიორგი მარგველაშვილი ("ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო"). საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში მეექვსედ იმართება და მოსახლეობა, ზვიად გამსახურდიას, ედუარდ შევარდნაძისა და მიხიელ სააკაშვილის შემდეგ, მე-4 პრეზიდენტს ირჩევს.
Print