Error
საზოგადოება
ზუგდიდის #67 საარჩევნო ოლქი - მარგველაშვილი 46, 81%, ბაქრაძე 40, 95%, ბურჯანაძე 8, 57% (ვიდეო)
ზუგდიდის #67 საარჩევნო ოლქის  წინასწარი მონაცემების მიხედვით,  პირველ ადგილზე გიორგი მარგველაშვილია. მას ხმა 20 ათას 480 ამომრჩეველმა მისცა, რაც 46, 81%-ს შეადგენს. დავით ბაქრაძეს 17 917 ამომრჩეველმა გამოუცხადა  ნდობა, რაც 40, 95 %-ს შეადგენს. საოლქო საარჩევნო კომისიის შედეგების თანახმად,  ნინო ბურჯანაძემ მესამე  ადგილზე იმყოფება და მას ხმა  3 748 ამომრჩეველმა მიიღო, რაც  8, 57% -ია. შალვა ნათელაშვილმა ხმების 1, 55 % მიიღო, რაც 677 ხმას შეადგენს.  გიორგი თარგამაძემ 355 ხმა მიიღო და ეს ხმების 0,81%-ს შეადგენს. ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ არჩევნებში სულ 44 589 მოქალაქემ  მიიღო მონაწილეობა, რაც რეგისტრირებული ამომრცევლების 34, 85 %-ს სეადგენს.  
Print