Error
საზოგადოება
გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით მოქალაქეები ვიდეოპაემნის სერვისით უფასოდ ისარგებლებენ
"თბილისის, ქუთაისის, თელავის, ახალციხის, ბათუმისა და გორის პრობაციის ოფისებში ვიდეოპაემანზე მისული მოქალაქეები სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, ქალთა #5, არასრულწლოვანთა #11 სპეციალური, ქსნის #15 და რუსთავის #17 დაწესებულებაში მყოფ ახლობლებს გადასახადის გადახდის გარეშე დაუკავშირდებიან", - ამის შესახებ სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილემ, გიგა გიორგაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ამასთან, გიორგაძე განმარტავს, რომ მოქმედი კანონმდებლობის თანახმად,მსჯავრდებულის თანხმობის შემთხვევაში ვიდეოპაემნით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, სერვისის ხანგრძლივობა 15 წუთით განისაზღვრება და მისი ღირებულება 15 ლარს შეადგენს. სოციალურად დაუცველი მოქალაქეები გადასახადისგან გათავისუფლებული არიან.
Print