Error
საზოგადოება
Facebook ფილიპინებზე ტაიფუნით დაზარალებულებს დაეხმარება
Facebook გვერდის ზედა ნაწილში გაჩნდა სპეციალური ღილაკი, რომლის საშუალებით შესაძლებელი გახდება წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ანგარიშზე თანხის გადარიცხვა. ფილიპინებზე ტაიფუნის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად ფულის გაღება სოციალურ ქსელ Facebook –ის ნებისმიერ მომხმარებელს შეეძლება. ბოლო ოფიციალური მონაცემებით, ფილიპინებზე დამანგრეველ ტაიფუნს 3,5 ათასამდე ადამიანი შეეწირა, 4,4 ათასმა გაეროს საევაკუაციო ცენტრებში მიიღო თავშესაფარი.
Print