საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ზურაბ ხარატიშვილმა სამეგრელო ზემო–სვანეთში არსებულ მედიასაშუალებებთან შეხვედრა გამართა.
საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განმარტებით 2012 წელს დანიშნული საპარლამენტო არჩევნები თანაბარკონკურენტულ გარემოში უნდა ჩატარდეს და მედიამ უნდა შეასრულოს მედიატორის როლი. "მედია უნდა იყოს დამოუკიდებელი, დაბალანსებული, არ უნდა შეუწყოს ხელი პოლარიზებული გარემოს შექმნას“ – აცხადებს ზურაბ ხარატიშვილი.
რეგიონის ჟურნალისტებს ცეესკოს თავმჯდომარემ წინასაარჩევნოდ გამოცხადებული საგრანტო კონკურსები გააცნო, რისთვისაც 800 ათასი ლარი გამოიყო.
შეხვედრის მიზანი იყო ამომრჩევლის ნდობის გაზრდა საარჩევნო პროცესებისადმი.
მასალის გამოყენების პირობები