PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/11/DSC02207.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

"ათინათმა" პროექტი "ახალგაზრდების ჩართულობა და განვითარება" 10 საჯარო სკოლაში განახორციელა
20:15 / 26.11.2013
ასოციაცია „ათინათმა“ 2013 წლის მაისში ახალი პროექტი „ახალგაზრდების ჩართულობა და განვითარების“ განხორციელება ზუგდიდის რაიონის 10 საჯარო სკოლაში დაიწყო.
ამავე პროექტის ფარგლებში სკოლებს უნდა წარედგინათ მინი პროექტები სხვადასხვა თმემაზე. სულ 18 საპროექტო განაცხადი შემოვიდა, ხოლო სპეციალურმა კომისიამ აქედან 9 გამარჯვებული სკოლა გამოავლინა, აღნიშნულ სკოლებს სპეციალური სერთიფიკატები ასოციაცია „ათინათმა“ დღეს, 26 ნოემბერს გადასცა.
პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდების სოციალური ინტეგრაციის გაზრდას, ნდობის მოპოვებასა და მათთვის პროფესიული და ზოგადი განვითარების ხელშეწყობას.
პროექტის ფარგლებში 10 პარტნიორ სკოლას მიეცა საშუალება, მოეხდინათ თავიანთ თემში, სოფელში, სკოლაში არსებული პრობლემების იდენტიფიცირება და შემდგომ მათთვის პრიორიტეტების მინიჭება, მომავალში ამ პრობლემის საპროექტო წინადადებად წარდგენის მიზნით. თითო სკოლიდან შემოვიდა მინიმუმ 2 და მაქსიმუმ 4 საპროექტო განაცხადი.
პროექტს USAID - სა და UNICEF-ის ფინანსური მხარდაჭერით ასოციაცია „ათინათი“ ახორციელებს.
მასალის გამოყენების პირობები