დღეს „ამომრჩეველთა ლიგის“ ზუგდიდის ოფისში საგანგებო ბრიფინგი გაიმართა. ლიგის ერთ-ერთი დამფუძნებლის კახა მიქაიას განცხადებით, გუშინ დაახლოებით 19:00 საათზე ლიგის ორ კოორდინატორზე თავდასხმა განხორციელდა. ნიკოლოზ ჭურღულიასა და თორნიკე თაკალანძეს დარჩელის #4 საარჩევნო უბანზე დაუდგენელი პირები დაესხნენ თავს. სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულა პიროვნებებმა მათ საველე სამუშაოებისას შედგენილი სიები წაართვეს. როგორც კახა მიქაიამ ბრიფინგზე განაცხადა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მათ უკვე მიმართეს ზუგდიდის პროკურატურას და სიების დაუყოვნებლივ დაბრუნება მოითხოვეს.
ლიგის წევრებისთვის ასევე ცნობილი გახდა იმ ავტომობილების სერიული ნომრები, რომლითაც დაუდგენელი პირები გადაადგილდებოდნენ. “ხელისუფლება ცდილობს სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ხელი შეგვიშალოს და გაგვაძეოს ზუგდიდიდან, რათა ჩევნ არ დავდოთ დაზუსტებული სიები. მოგეხსენაბათ, რომ დაზუსტებული სიები, ეს არის წინაპირობა არჩევნების ჩატარებისა“ - აცახდებს კახა მიქაია.
კახა მიქაიამ ლიგის რამდენიმე კოორდინატორი ხელისუფლების მხრიდან მოსყიდვაში დაადანაშაულა და განაცხდა რომ დარჩელის #41, ზუგდიდის #4 და რუხის #64 უბანზე დაფიქსირებულ სიებში გარდაცვლილთა რაოდენობა არარეალურია. „ჩევნი რეგისტრატორები ან არინ შეშინებულები ან უფრო სწორად რომ ვთქვათ მათ ფაქტიურად გვიღალატეს და მოიტანეს სია, რომელიც უფრო ფანტასმაგორიას გავს ვიდრე რეალობას“ – აცხადებს კახა მიქაია.
მასალის გამოყენების პირობები