Error
რუბრიკები
აივ-ზე ტესტირება ასოციაცია"ათინათის"თანამშრომლებმაც ჩაიტარეს
დღეს, ახალგაზრდა ფსიქოლოგთა და ექიმთა ასოციაცია „ქსენონში“ აივ-ზე ტესტირების კვირეულის ფარგლებში, ასოციაცია „ათინათის“ თანმაშრომლებმა ტესტირება ჩაიტარეს. „ქსენონის“ ხელმძღვანელის ნინო ჯანაშიას განმარტებით, „ქსენონი“ ევროპულ კვირეულს აივ-ზე ტესტირებით, სხვა ქვეყნებთან ერთად  შეუერთდა, „ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჟესტი „ათინათის“ წარმომადგენლების მხრიდან, რათა საზოგადოებას მისცენ კარგი მაგალითი აივ-ზე ჩაიტარონ ტესტირება და ამ დაავადების შესახებ იყვნენ უფრო მეტად ინფორმირებულები“. აივ-ზე ტესტირების პროცესი ასოციაცია „ქსენონში“ 29 ნოემბრამდე გაგრძელდება.
Print