26 წლის მომღერალსა და ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის დრამატული თეატრის რეჟისორს, გიორგი ფოჩხუას დღეს ზუგდიდში დაკრძალავენ .
დაკრძალვამდე ცხედარს ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში, შემდეგ კი ზუგდიდის თეატრში გადაასვენებენ.
მსახიობი გიორგი ფოჩხუა 13 ივლისს დაიღუპა. სამართალდამცავებმა გიორგი ფოჩხუას მკვლელობის საქმეზე ორი პირი რამდენიმე დღის წინ დააკავეს. შსს-ს ცნობით, გიორგი ფოჩხუას განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 1992 წელს დაბადებული ბექა ცობეხია, რომელიც ჩადენილ დანაშაულს აღიარებს და მკვლელობის მოტივად ურთიერთშელაპარაკებას ასახელებს. ასევე დაკავებულია ბრალდებულის მეგობარი, დაცვის პოლიციის თანამშრომელი, 1990 წელს დაბადებული ნიკოლოზ ბაძაღუა, რომელიც ბრალდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდესქსის 332-ე მუხლით (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება).
შსს-ს ინფორმაციით, პოლიციის მიერ ამოღებულია გარდაცვლილის ფოტოაპარატი და მობილური ტელეფონი.
მასალის გამოყენების პირობები