„ახალი მემარჯვენეების“ ლიდერმა დავით გამყრელიძემ დღეს ზუგდიდში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა. მისი განცხადებით, ზუგდიდში კენჭს მანანა ნაჭყებია იყრის.
მისივე თქმით, პარტია ამ რეგიონზე განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს.
"მანანა ნაჭყებიასთვის სამეგრელო მშობლიური რეგიონია, ზუგდიდი მისი დედულეთია, ამიტომ მან ზედმიწევნით კარგად იცის რეგიონის პრობლემები. მით უმეტეს, პარტიიდან ის სამეგრელოს პოლიტიკური კურატორია და უკვე დიდი ხანია მუშაობს რეგიონში, ხვდება მოსახლეობას, პრაქტიკულად მოვლილი აქვს მთელი სამეგრელო და პირველ რიგში ზუგდიდის რაიონი", - განაცხადა დავით გამყრელიძემ.
აბაშაში პარტიის დეპუტატობის კანდიდატი გელა თოფურია იქნება. მარტვილში კენჭს შოთა ჩახავა, ხობში - კახა ლატარია იყრიან. ყველა წარდგენილი კანდიდატი პარტიის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელია.
მასალის გამოყენების პირობები