უშბაზე დაღუპული უკრაინელი ალპინისტების ცხედრები, ამ წუთებში, მესტიიდან ზუგდიდში გადმოასვენეს.ცხედრებს ექსპერტიზა ზუგდიდში ჩაუტარდებათ.
შეგახსენებთ გუშინ, მაშველებმა უშბაზე სამძებრო სამუშაოები განაახლეს და დაკარგული უკრაინელი ალპინისტების ცხედრები იპოვეს.
ორი უკრაინელი ალპინისტის კლდიდან მოწყვეტის შესახებ მესტიაში ადგილობრივ მთამსვლელებს, გუშინწინ, დილით შეატყობინეს.
უბედური შემთხვევა, მწვერვალიდან დაშვების დროს მოხდა.როდესაც ალპინისტებს დამცავი ბაგირი გაუწყდათ და ხევში გადაიჩეხნენ.
მასალის გამოყენების პირობები