ზუგდიდის შემდეგ ფოტოგამოფენა "საქართველო ISAF-ის მისიაში" მესტიის რაიონის სოფელ უშგულში გამოიფინება.
გამოფენაზე, რომელიც ნატო-ს შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხელშეწყობით იმართება, წარმოდგენილი იქნება ავღანეთის სამშვიდობო მისიაში ქართველი
ოფიცრებისა და ჯარისკაცების მონაწილეობის ამსახველი 30 ფოტო.
ფოტოგამოფენის პარალელურად ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ელენე ხოშტარია მესტიაში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრებს გამართავს. საუბრის მთავარი თემა ნატო-ს ისტორია და ნატო-საქართველოს ურთიერთობები იქნება.
ფოტოგამოფენა "საქართველო ISAF-ის მისიაში" მესტიაში 24 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.
მასალის გამოყენების პირობები