ჩხოროწყუში მდებარე ერთ-ერთ სახლთან, სადაც "ქართული ოცნების" ჩხოროწყუს მაჟორიტარობის კანდიდატი ლევან იზორია ცხოვრობს, 22 ივლისს საღამოს ინციდენტი მოხდა. ლევან იზორია აცხადებს,რომ რამდენიმე დღეა, ჩხოროწყუში აღნიშნულ სახლს ორი მსუბუქი ავტომანქანა უთვალთვალებს. ამ ფაქტით შეწუხებულმა სახლის მეპატრონემ, ველოდი ბაძაღუამ მანქანაში მსხდომთა ვინაობის გარკვევა სცადა, რასაც მათი მხრიდან აგრესია მოჰყვა და ერთ–ერთი ავტომანქანა მისი მიმართულებით დაიძრა. ლევან იზორიას თქმით, ველოდი ბაძაღუამ შეჯახების თავიდან აცილება შეძლო. ინციდენტის შემდეგ ავტომანქანა მეზობლის ღობეს დაეჯახა და ის ნაწილობრივ დააზიანდა. ლევან იზორიას განმარტებით, ინციდენტში მონაწილე "ნისანის" მარკის წითელი ფერის მსუბუქი ავტომანქანა, სავარაუდოდ, პოლიციელს ეკუთვნის.
მაჟორიტარობის კანდიდატი ლევან იზორია მიიჩნევს, რომ მას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები უთვალთვალებენ და კონტროლი მას შემდეგ გაძლიერდა, რაც მაჟორიტარობის კანდიდატმა აქტიურად დაიწყო მოსახლეობასთან წინასაარჩევნო კამპანია.
მასალის გამოყენების პირობები