ავტოავარიას, თბილისი-ქუთაისი ცენტრალური ავტომაგისტრალის თერჯოლის მონაკვეთზე მსხვერპლი მოჰყვა. ფოლსგვაგენის მარკის ავტომობილი საპირისპიროდ მომავალ თურქულ ტრაილერს შეეჯახა. მსუბუქ ავტომანქანაში მყოფი ცოლ-ქმარი ადგილზე დაიღუპა. დაღუპულების ასაკი 30 წლამდე იყო. ტრაილერის მძღოლმა კი მსუბუქი დაზიანებები მიიღო.
მომხდარ ფაქტზე საპატრული მოლიცია მოკვლევას აწარმოებს.
მასალის გამოყენების პირობები