ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვტილებით 28 ივლისი ჰეპატიტების მსოფლიო დღედ არის გამოცხადებული.
ამ დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ყველა რეგიონში და დედაქალაქში პრესკონფერენცია და მრგვალი მაგიდა გაიმართა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ასოციაცია ქსენონისა და „ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის“ მიერ გამართულ მრგვალ მაგიდაზე მკურნალობის ბარიერები და მომლოდინეთა სიის პრეზენტაცია იქნა განხილული.
შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას ხელმოსაწერად წარეგდინა რეზოლუცია, რომელიც 1000 პაციენტის დიაგნოსტირებისა და მკურნალობისთვის 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხების გამოყოფას მოითხოვს. აღნიშნულ ღონისძიებას ზუგდიდში მუნიციპალიტეტის საკრებულო უჭერს მხარს. „ჩვენ ყოველთვის გვერდში ვუდგავართ მსგავს ღონისძიებას, მითუმეტეს C-ჰეპატიტის ბრძოლის წინააღმდეგ გამართულ ღონისძიებაში, იმიტომ რომ ეს არის საქართველოსთვის და მთელი მსოფლიოსთვის დამღუპველი სენი. საქართველოში 200 000–მდე ინფიცირებული პირია აღრიცხული, რაც ძალიან ცუდი მაჩვენებელია. აქედან გამომდინარე ხელისუფლებაც და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოც ჩართული ვართ, რომ C–ჰეპატიტის წინააღმდეგ ბრძოლაში ორგანიზაციებს მხარი დავუჭიროთ“–განაცხადა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯომარემ ლევან კონჯარიამ.
როგორც ასოციაცია „ქსენონის“ ხელმძღვანელი ნინო ჯანაშია აცხადებს „C-ჰეპატიტის დიაგნოსტირებისა და მკურნალობის ადვოკაცია 2010 წლიდან პრიორიტეტია, როგორც ასოციაციისთვის ასევე „ზიანის შემცირების საქართველოს ქსელისთვის“ადვოკაციურმა გეგმამ ,რომელიც დასახული იყო 2010–2011 წლებში გამოიღო შედეგები და მოხდა პროფესიული თემის მობილიზაცია, შედგა სამუშაო შეხვედრები მთავრობასთან, მაგრამ ეს არ გვაძლევს მოდუნების საშუალებას.ქვეყანაში სერიოზული სამუშაოებია საწარმოებელი მკურნალობის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით.“
მთელი დღის განმალობაში აივ პროფილაქტიკის შესაძლებლობების გაუმჯობესებას საქართველოში პროექტის ფარგლებში ასოციაცია „ქსენონი“ სხვადასხვა ღონისძიებებს მართავს. მოგვიანებით ასოციაციის ზუგდიდის ოფისში დაინტერესებულ პირებს ჩაუტარდებათ „ღია ტრეინინგი“ სახელწოდებით „ქრონიკული C ჰეპატიტი“, გაიმართება ასევე ქუჩის აქცია, შეგროვდება მკურნალობის მომლოდინეთა სიები და დასასრულს ზუგდიდის ცენტრალური ბულვარის ტერიტორიაზე ფლეშ–მობი მოეწყობა.
მასალის გამოყენების პირობები