არჩევნების წინა პერიოდში ქართულ მედია გარემოზე ჩატარებულ კვლევებზე ზუგდიდში პრეზენტაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ გამართა.
არასამთავრობო ორგანიზაციის „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ მედია ანალიტიკოსმა მამუკა ანდღულაძემ დამსწრე საზოგადოებას IREX-ისა და USAID–ის მიერ დაფინანსებული, g-media-ს პროექტის ფარგლებში განხორციელებული კვლევები გააცნო, რომლის პრეზენტაცია თბილისში ჯერ არ ჩატარებულა.
რეგიონული მედიის კვლევის მიხედვით, რამდენიმე პრობლემა გამოიკვეთა: ჟურნალისტებზე ზეწოლა, დაუსჯელობის გარემო, დაპირისპირება ვიდეო გადაღებასთან დაკავშირებით. კვლევებმა ასევე აჩვენეს, რომ ტელემედია პოლარიზებულია, ცენტრალური მაუწყებლობები კი პროსახელისუფლებო და პროოპოზიციურ მხარეებადაა დაყოფილი.
მაყურებელთა უმრავლესობა მაუწყებლობებს პოლიტიკურად დამოუკიდებელ ერთეულებად არ აღიქვამს. პრობლემებზე საუბრის შემდეგ მედია ანალიტიკოსმა ჟურნალისტებისთვის რეკომენდაციები წარადგინა, სადაც მითითებულია, რომ მედიის წარმომადგენლებმა უნდა შეძლონ უსარგებლო დაპირისპირებების თავიდან აცილება და საჯარო ინფორმაციების მიღებისთვის გამოიყენონ ელექტრონული რესურსები.
შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა სტუდია „მონიტორის“ გაქურდვაზე, კომპანია“ ვიდეოსკოპის“ 10 000 ლარით დაჯარიმებისა და „მაესტროსა“ და გლობალ-tv ის სატელიტური ანტენების დემონტაჟზე.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში“ ასევე ადვოკატირებას უწევს must carry–სა და must of erry-ს პრინციპების დანერგვას.
სახელისუფლებო შეხვედრების გაშუქების მხრივ არსებულ პრობლემებზე კომენტარი „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მედია–ანალიტიკოსმა მამუკა ანდღულაძემ გააკეთა. „თუ მედია არ შეასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას, მოსახლეობის ობიექტურად ინფორმირებულობა, მაშინ პრობლემები გვექნება და მოსახლეობა ვერ შეძლებს არჩევანის გაკეთებას და არ ეცოდინება ესა თუ ის პოლიტიკური პარტია რას ახორციელებს და რა დაპირებები აქვს.“
პრეზენტაციაზე ასევე ისაუბრეს 2015 წლიდან საქართველოში მაუწყებლობის ლიგიტალიზაცია, გაციფროვნებასა და კომუნიკაციაზე. პასუხისმგბელი ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროა. რაც ნიშნავს ტექნოლოგიურად დაიხვეწოს ინფორმაციის მიღების საშუალებები. მამუკა ანდღულაძის თქმით, დღეს ერთ სიხშირეზე მხოლოდ ერთი ტელევიზია მაუწყებლობს, თუმცა ამ ტექნოლოგიის დანერგვის შემთხვევაში შესაძლებელი გახდება რამდენიმე არხის ერთ სიხშირეზე განთავსება. მამუკა ანდღულაძე განმარტავს, რომ გაციფროვნება რთული და ხანგრძლივი პროცესია, რასაც აშშ–ს და ევროპის ქვეყნების მაგალითი და გამოცდილება ადასტურებს. მისი თქმით, პროცესის დასაჩქარებლად აუცილებელია არასამთავრობო სექტორის, მედიის და სახელმწიფოს კოორდინირებული მუშაობა და შესაბამისი კანონმდებლობის მიღება“ აცხადებს მამუკა ანდღულაძე.
მასალის გამოყენების პირობები