ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ბრიჯიტ ბრინკი სამეგრელო ზემო–სვანეთს ესტუმრება. ელჩის მოვალეობის შემსრულებელი გაზსადენის სენაკი–აბაშის მონაკვეთს მოინახულებს, რომელიც USAID–ის ხელშეწყობით შეკეთდა. მოგვიანებით ბრიჯიტ ბრინკი რადიო“ათინათს“ ესტუმრება, სადაც დაგეგმილი ვიზიტის შესახებ ჟურნალისტებს გაესაუბრება.
მოგვიანებით ელჩის მოვალეობის შემსრულებელი სვანეთს ესტუმრება, სადაც აშშ–სა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობის 20 წლისთავის აღსანიშნავად ამერიკელი და ქართველი ალპინისტები მწვერვალ თეთნულდს დალაშქრავენ.
ღონისძიების ორგანიზატორია აშშ–ს საელჩო და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
სვანეთში ყოფნისას ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ბრიჯიტ ბრინკი პროფესიული განათლების ცენტრს ეწვევა, რომელიც აშშ–ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID-ის პროფესიული განათლების პროექტის ფარგლებში დაფინანსდა.
მასალის გამოყენების პირობები