Error
რუბრიკები
"ვოგი" დაარსებიდან 120-ე იუბილეს აღნიშნავს
                            ამერიკული "ვოგი" დაარსებიდან 120-ე იუბილეს აღნიშნავს. იუბილესთან დაკავშირებით, გამოცემამ რეკორდი მოხსნა და მის ისტორიაში ყველაზე დიდი ნომერი გამოსცა. აგვისტოს ნომერი 916 გვერდისგან შედგება. მის ყდაზე მარკ ჯაკობსის ვარდისფერ კაბაში გამოწყობილი ლედი გაგას ფოტო განათავსეს. გასული წლის შემდეგ, 14 პროცენტით გაიზარდა "ვოგის" სარეკლამო შემოსავალი. ახალი ნომერი გაყიდვაში გუშინ გამოვიდა.
Print