წინასაარჩევნოდ “ქრისტიან -დემოკრატიული მოძრაობის“ წევრები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობას ხვდებიან, როგორც პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გოგიტა ბიგვავა აცხადებს, მოსახლეობა მათ მიმართ დადებითად არის განწყობილი:
„ქრისტიან დემოკრატების მიმართ მხარდაჭერა ყველა უბანში იგრძნობა, თუმცა, როდესაც ადამიანების მხრიდან ხდება
მათი პოზიციების დაფიქსირება, არის ძალიან დიდი თავშეკავების მომენტი. ეს იმიტომ ხდება, რომ ერთ მხარეზე დგას ხელისუფლება თავისი ადმინისტრაციული რესურსით და მეორე მხარივ კოალიცია „ქართული ოცნება“, რომელიც რადიკალური მეთოდებით ცდილობს ცვლილებების შეტანას სახელმწიფო მმართველობაში.“
გოგიტა ბიგვავამ რადიო „ათინათთან“ საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ გამოკითხული მოსახლეობის ძირითადი პრობლემა უმუშევრობაა. „ჩვენი მიზანი ადგილობრივ დონეზე ახალი სამუშაო ადგილების შექმნაა. ჩვენ ჩამოვაყალიბებთ წვენების გადამამუშავებელ მიკრო ქარხნებს და ამით პირველ რიგში გლეხი ნახავს სარგებელს“ - განაცხადა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა.
მასალის გამოყენების პირობები