დღეს 2 სექტემბერს, 16 საათზე რადიო “ათინათი” საზაფხულო ვიქტორინის საფინალო შეხვედრას მართავს. ღონისძიება ანაკლიის აკვა პარკ „აკვა ლაზიკაში“ გაიმართება.
საზაფხულო ვიქტორინა რადიო ათინათის ეთერში 13 აგვისტოს დაიწყო. ათინათი ყოველდღე სტუმრობდა სხვადასხვა
ორგანიზაციებს, სადაც კასტელ საქართველოს მიერ დაწესებულ პრიზებს ათამაშებდა.
საზაფხულო ვიქტორინა 30 აგვისტოს დასრულდა. დღეს კი ვიქტორინაში გამარჯვებულებს რადიო ათინათი და აკვა პარკი „აკვალაზიკა“ ეპატიჟება. გამარჯვებულთა შორის გაიმართება საფინალო ვიქტორინა. როგორც ღონისძიების ორგანიზატორი გოჩა ლაგვილავა აღნიშნავს, გათამაშებები და სიურპრიზები ელოდებათ აკვა პარკის სხვა სტუმრებსაც.
დღევანდელ სტუმრებს დაუვიწყარ გართობას სთავაზობს შპს ანაკლიას დირექტორი მიხეილ ჭავჭავაძე.
ვიქტორინის გამარჯვებულების უსაფრთხო გადაადგილებაზე ზრუნავს “დაკა ჯორჯია”, პროექტის მეგობარია სუპერმარკეტი “სმარტი”. როგორც რადიო ათინათთან საუბარში სმარტის სუპერმარკეტის ქსელის მარკეტინგის მენეჯერი აღნიშნავს აკვაპარკის დღევანდელ სტუმრებს სმარტი სიურპრიზებს პირდება.
საზაფხულო ვიქტორინაში გამარჯვებულისთვის პრიზი დააწესა რადიო “ათინათის” ერთგულმა მსმენელმა და სპეციალური პრიზი რადიო “ათინათმა”.
შეგახსენებთ საზაფხულო ვიქტორინის ფინალი დღეს აკვალაზიკაში 16 საათზე დაიწყება.
მასალის გამოყენების პირობები