Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/09/SAM_0832.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/09/SAM_0832.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/09/SAM_0832.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2012/09/SAM_0832.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
რუბრიკები
მანანა ნაჭყებია: “ამომრჩვეველს მივცეთ საშუალება ინფორმირებული არჩევანი გააკეთოს“
“ახალი მემარჯვენეების“ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატმა მანანა ნაჭყებიამ საზოგადოებას პარტიის პროგრამა წარუდგინა და ძირითად პრიორიტეტებზე ესაუბრა. შეხვედრა „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ გაიმართა და მას მოსახლეობა, არასამთავრობო და მედია ორგანიზაციები ესწრებოდნენ. თითოეულ ოჯახს  თვეში მინიმუმ  1000 ლარი შემოსავალი, გარანტირებული სამედიცინო მომსახურეობა, ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობა და ღირესეული პენსია ოჯახის ხანდაზმული წევრებისთვის. ეს ის ძირითადი საკითხებია, რომელიც „ახალი მემარჯვენეების“ საარჩევნო პროგრამაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. მანანა ნაჭყებიამ ასევე ისაუბრა იმ პრობლემებზე, რომელსაც პარტიის ლიდერები სოფლებში მოსახლეობასთან შეხვდრისას აწყდებიან. „ჩვენი პარტიის წევრებმა საქართველოს მასშტაბით 1800 სოფელი მონახულეს. ამ ხალხს არ აქვს საშუალება შეინახონ ოჯახი, იმკურნალონ და მისცენ თავიან შვილებს განათლება“- განაცხადა მაჟორიტარობის კანდიდატმა. მანანა ნაჭყებიამ დღევანდელი ხელისუფლების მიღწევებეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საგადასახადო შემოსავლების ადმინისტრირება ხელისუფლების მთავარი მონაპოვარია, თუმცა, მისივე თქმით, ძალიან დიდია დარღვევებზე დაწესებული ჯარიმების ოდენობა, რის გამოც საქართველოში 80 000 ადამინს სახლ-კარის გაყიდვა მოუწია. პროგრამის „შეძლებული ოჯახი სოფლად და ქალაქად“ ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სახელმწიფო ბიუჯეტის სწორად   განაწილებაა, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან სოფლის მეურნეობისთვის გამოყოფილი 0,5% უნდა გაიზარდოს 2% -მდე და აუცილებლად უნდა იქნეს შემოღებული აგრარული დაზღვევები გლეხებისათვის. ჯანდაცვის სფეროსთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი 1,6% უნდა გაიზარდოს 2,5% -მდე. სოცილური სფეროს განვითარებისთვის გამოყოფილი 5% უნდა გაიზარდოს 6% -მდე. ასევ განათლების სფეროში საჭიროა ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხის   გაზრდა. პარტიის წარმომადგენელების აზრით,  ქვეყნის თავდაცვისთვის ბიუჯეტიდან ყოველწლიურად გამოყოფილი თანხა,  რომელიც  ბიუჯეტის 2.5% შეადგენს,  უნდა შემცირდეს 2% მდე. მათივე თქმით, სრულიად ზედმეტია  შსს-ს რეგიონულ სამმართველოებში სახელმწიფო აპარატის მიერ გახარჯული თანხა. ეს თანხა 7% დან  1,5%-მდე უნდა შემცირდეს. შეხვედრაზე მანანა ნაჭყებიამ ასევე განაცხადა, რომ აუცილებელია რეგიონის მოსახლეობა კარგად იცნობდეს ყველა პარტიის პროგრამას, მან კონკურენტი პარტიების წარმომადგენლებს  საზოგადოებისთვის თავიანთი პროგრამის წარდგენისკენ მოუწოდა. „ნებისმიერი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც საქართველოში არჩევნების პროცესს აკვირდება, გვეუბნება, რომ პარტიების დამოკიდებულება არ უნდა გადაიზარდოს პირად დაპირისპირებაში, ერთმანეთს უნდა დავუპირისპიროთ ჩვენი პროგრამები და ამომრჩვეველს მივცეთ საშუალება, რომ ინფორმირებული არჩევანი გააკეთოს".
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.