მესტიაში ერთი თვის წინ დაკარგული 23 წლის პოლონელი ტურისტის ანა მეძელევსკას ცხედარი მეთევზემ აღმოაჩინა.
ამის შესახებ რადიო „ათინათს“მესტიის სამაშველო სამსახურის უფროსმა ვიტალი მარგიანმა განუცხადა, გოგონას ცხედარი შემთხვევის ადგილიდან 8 კილომეტრის მოშორებით აღმოაჩინეს.
ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული. ის მისმა მეგობარმა უკვე ამოიცნო.
შემთხვევა მესტიის რაიონის სოფელ კალაში მოხდა. ორი პოლონელი ტურისტი ქალბატონი მესტიიდან უშგულისკენ ფეხით მიდიოდა, რა დროსაც სოფელ კალაში ერთ-ერთს ფეხი დაუსხლტა და მთიდან ხევში, მდინარე ხერეშში გადავარდა.
მასალის გამოყენების პირობები