სამხრეთ აფრიკაში, უზარმაზარი ბაობაბის შიგნით ნამდვილი ბარი მოაწყვეს.
უჩვეულო დაწესებულებას წელიწადში 7 ათასზე მეტი ადამიანი სტუმრობს. მიუხედავად იმისა, რომ ხის ერთ-ერთ განშტოებაში ინტენსიურად მუშაობს ბარი, ის ზრდას მაინც განაგრძობს .
1990 წელს ცოლ-ქმარმა დუგ და ვან ხეერდენებმა შეიძინეს ფერმა Sunland-ი ლიმპოპოს პროვინციაში. სწორედ იქ იზრდებოდა აღნიშნული ბაობაბი, რომელიც გამოირჩეოდა თავისი ზომებით თანამოძმეებს შორისაც კი: მისი სიმაღლე 22 მეტრს , ხოლო გარშემოწერილობა 47 მეტრს წარმოადგენს. მეუღლეებმა გამოასუფთავეს ხის შიდა ნაწილი და გახსნეს ბარი « დიდი ბაობაბი», სადაც ერთდროულად და საკმაოდ კომფორტულად თავსდება 15 ადამიანი .
მომზადებულია news.turizm.ru–ს მიხედვით
მასალის გამოყენების პირობები