ავტომობილების განთქმულმა ბრიტანულმა ბრენდმა Aston Martin -მა ნამდვილი საჩუქარი გაუკეთა ავტომოყვარულებს: ლონდონის ავტოსალონში კომპანიამ წარმოადგინა თავისი საუკეთესო შვილობილები. ამ დღეებში პრესტიჟული სუპერქარების გამოფენას Salon Prive-ი მასპინძლობს. Aston Martin-ის ერთ-ერთი შედევრია Zagato , რომელიც 634 ათასი დოლარი ღირს. ეს ავტომობილი ხელითაა აწყობილი , რასაც 2 ათას საათს ანდომებენ კომპანიაში. Aston Martin-ი გეგმვს ლიმიტირებული სერია გამოუშვას ამ ავტომობილისა. საწარმოო პროცესი წლის ბოლოს დაიწყება.
One-77 Aston Martin-ის კიდევ ერთი უნიკალური „პირმშოა“ . ავტომობლი ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებულია Salon Prive -ში, მისი ფასი 1,9 მლნ. დოლარია. One-77 - ის მხოლოდ 77 ეგზემპლარი არსებობს .
Aston Martin
Vanquish - არის ავტომობილი, რომელიც დიდი ეკრანის ვარკსვლავი გახდა ბონდიანას ერთ-ერთ სერიაში გამოჩენის შემდეგ. მისი ღირებულება 300 ათასი დოლარია.
ლონდონის გამოფენაზე შეგიძლიათ ყველზე იაფი სატრანსპორტო საშუალებაც იხილოთ : Aston Martin-ის ველოსპედი - One -77, რომელიც 40 ათასი დოლარი ღირს. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ტექნოლოგიურად ყველზე მოწინავე ველოსიპედი მსოფლიოში, რომლემაც შეიძლება თავი მოოწონოს თავისი დიზაინით .
მომზადებულია www.rbc.ru- ს მიხედვით
მასალის გამოყენების პირობები