ეპეტაჟურ მომღერალ Lady Gaga -ს ხელოვნების სფეროს ზოგიერთი კრიტიკოსი თანამედროვე მუსიკის ერთ-ერთ ფენომენად მიიჩნევს.მისი გამოჩენა ყოველთვის ინტერესს იწვევს.თუმცა მომღერალმა გადაწყვიტა ამაზე არ შეჩერებულიყო და ფილმშიც ითამაშა. კინორეჟისორმა რობერტ როდრიგესმა Twitter-ის გვერდზე დაწერა, რომ Lady Gaga საკუთარ ფილმში «მაჩეტე კლავს» ("Machete Kills") გადაიღო. რეჟისორის თქმით, მომღერალმა ერთ-ერთი პერსონაჟის როლი შეასრულა . თავად Lady Gaga-მ თავის ბლოგზე დაადასტურა ეს ინფორმაცია და მღელვარება გამოხატა თავის სამსახიობო დებიუტთან დაკავშირებით.
ფილმი «მაჩეტე კლავს»არის სიქეული კინოლენტისა "მაჩეტე". როდრიგესის «მაჩეტე» ეკრანებზე 2010 წელს გამოჩნდა. როგორც პირველ, ასევე მეორე ფილმში მთავარ როლს დენი ტრეხო ასრულებს. ფილმში " მაჩეტე კლავს", რომელიც სავარაუდოდ მომავალ წელს გამოვა ეკრანებზე, ისეთი ვარკვალვებიც ითამაშებენ, როგორებიცაა ჩარლი შინი და მელ გიბსონი .
მომზადებულია www.novostimira.com.ua–ს მიხედვით
მასალის გამოყენების პირობები