ინგლისელმა მომღერალმა რობი უილიამსმა თავისი ახალი ვიდეოკლიპის პრეზენტაცია გამართა ,რომელსაც საფუძვლად ტრეკი «Candy» დაედო.
სიმღერა გახდება პირველი სინგლი, მორიგი ალბომის «Take The Crown» მხარდასაჭერად. სიუჟეტის მიხედვით რობი ერთი მომხიბლავი გოგონას გიჟ მფარველ ანგელოზად იქცევა. ლამაზმანის როლს ცნობილი ბრიტანელი მსახიობი კაია სკოდელარიო ასრულებს. კომპოზიცია «Candy», რომელიც უილიამსმა, ჯგუფ Take That-ის მეორე წევრთან გერი ბერლოუსთან ერთდ შექმნა, გაყიდვაში 29 ოქტომბრიდან გამოჩნდება, 5 ნოემბერს კი შედგება მომღერლის მორიგი ალბომის «Take The Crown»-ის რელიზი.
მომზადებულია show.obozrevatel.com– ის მიხედვით
მასალის გამოყენების პირობები