ბოლო დროს ბევრი ვარსკვლავური წყვილი არ ახმაურებს თავის ქორწილს, თუმცა ჯასთინ თიმბერლეიკმა და ჯესიკა ბილმა გადაწყვიტეს, რომ ასეთი მნიშვნელოვანი მოვლენა შესაბამისად აღნიშნონ. ამერიკული მედიის თანახმად, წყვილმა გადაწყვიტა იტალიაში იქორწინოს და ამისთვის $5 მლნ. დახარჯვას აპირებს.
წვეულება ХІХ ს. ფეშენებელურ ოტელ "Palazzo Margherita“-ში გაიმართება. მთავარი სტუმრები ჯასთინისა და ჯესიკას ქორწილში, სხვა ცნობილ სახეებთან ერთად, თიმბერლეიკის ჯგუფის N Sync -ის წევრები იქნებიან.
ნეფე-დედოფლის გადაწყვეტლებით არც ერთი მოწვეული სტუმარი ერთ დოლარსაც კი არ დახარჯავს, რადგან ახალგაზრდები თავის თავზე იღებენ ყველა ხარჯს და მზად არიან მათი ნებისმიერი სურვილი შეასრულონ.
მომზადებულია show.obozrevatel.com– ის მიხედვით
მასალის გამოყენების პირობები