Error
რუბრიკები
მსუბუქი და გემრიელი რატატუი
ინგრედიენტები: ბადრიჯანი 2 ყაბაყი, საშუალო ზომის 2 პამიდორი 3-4 ტკბილი წიწაკა, სხვადასხვა ფერის 1-2 ნიორი 3-4 კბილი პროვანსული სუნელი მარილი და პილპილი კარტოფილი 3-4  მომზადების წესი: ყველა სახის ბოსტნეული დავჭრათ თხელ ფირფიტებად და  ცხიმწასმულ ფორმაში მონაცვლეობით ჩავალაგოთ. მოვაყარო მარილი, პილპილი, დაჭყლეტილი ნიორი, პროვანსული სუნელი და 180-200 გრადუსზე მოვამზადოთ ღუმელში, სანამ კარტოფილი არ დარბილდება (თუ ვამატებთ). ბოლო მომენტში შეგვიძლია გახეხილი ყველიც მოვაყაროთ.*პროვანსული სუნელი  ფრანგული სუნელია და წარმოადგენს სხვადასხვა არომატული მცენარის ნაკრებს. ძირითადად ესაა როზმარინი, ბაზილიკი, ქონდარი  და სხვა.
Print