ბრიტანელმა მეცნიერებმა პირველად მიაღწიეს წარმატებას სმენის აღდგენაში ღეროვანი უჯრედების გადანერგვის საშუალებით . ამას მიეძღვნა სტატია ჟურნალში
Nature.
მეცნიერებმა შეძლეს ნაწილობრივ აღედგინათ ნერვული ქსოვილი, რომლის საშუალებითაც ბგერითი სიგნალები ტვინს მიეწოდება. კვლევები საცდელ ცხოველებზე (თაგვებზე) ტარდებოდა.
თუმცა ამ მეთოდის ადამიანებზე გამოცდამდე ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი .
სმენის ღრმა დაქვეთების მქონე ადამიანების დაახლოებით 10% -ს აქვს სასმენი ნერვის ატროფია. ნოტინგემის ყურის კვევის სამედიცინო ცენტრის პროფესორი დეივ მური თვლის, რომ მიღწეულია ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი, თუმცა , მისი აზრით. ადამიანებზე ამ ექსპერიმენტის ჩატარება შეიძლება ერკვეულ სიძნელეებთან იყოს დაკავშირებული :
"ყველაზე ძნელი შეიძლება გახდეს ასეთი უჯრედების მიწოდება, სწორედ იმ უბნებისთვის სადაც მათი გადანერგვა აუცილებელია, რადგან ისინი ძალიან მცირე ზომისაა და იქამდე მიღწევა ძალიან ძნელია“, - თვლის მეცნიერი
მომზადებულია www.bbc.ru-ს მიხედვით
მასალის გამოყენების პირობები