ოქტომბერში ლეგენდარული ჯგუფი
Led Zeppelin გაახარებს თავის ფანებს მაღალ ხარისხში შესრულებული 2007 წლის კოცერტის ჩანაწერით.
ყველა დროის ერთ-ერთმა უდიდესმა როკ-ჯგუფმა 1980-იან წლებში შეწყვიტა მოღვაწეობა, ჯგუფის დრამერის ჯონ ბონემის ტრაგიკული სიკვდილის შემდეგ.მხოლოდ 2007 წელს გამოჩნდნენ
Led Zeppelin-ის მუსიკოსები სცენაზე ერთად.მაშინ "O2 არენაზე", ლონდონში ვოკალისტი რობერტ ლანტი,გიტარისტი ჯიმი პეიჯი და ბასისტი ჯონ პოლ ჯონსი გაერთიანდნენ,რათა პატივი მიეგოთ "Atlantic Records"- ის დამფუძნებლის აჰმეთ ერთეგიუნისთვის. დასარტყამ ინსტრუმენტებთან იმ დღეს ბონემის ვაჟი ჯეისონი დაჯდა.
5 წლის წინ კონცერტმა არნახული აჟიოტაჟი გამოიწვია და მსოფლიო რეკორდი დაამყარა: 20 მილიონზე მეტ ადამიანს სურდა მასზე მოხვედრა, როდესაც სულ 18,000 ბილეთი იყო გაყიდვაში.
მხოლოდ იმ 18 ათასმა განიცადა ის ემოციები, რაც ჯგუფთნ ერთიანობამ მოუტანა იმ დღეს. ჯგუფის ძველი ნაცნობის დიკ კორუტერსის მიერ HD ხარისხზე აღბეჭდილი მასალა ასახავს ყველა ამ მოვლენის ყველა განსცვიფრებელ მომენტს. უკვე ცნობილია, რომ კონცერტის ჩანაწერი "Celebration Day" დიდ ეკრანებზე გამოჩნდება . პრემიერა 17 ოქტომბერს კონოთეათრებში "Cineworld" შედგება.
მასალის გამოყენების პირობები