ბრიტანეთის სამეფო ოჯახი უკამყოფილოა ფრანგულ „ყვითელ პრესაში“ პრინცი უილიამის მეუღლის, ქეთრინის , ტოპლეს ფოტოების გამოქვეყნებით. სავარაუდოდ ფოტოები კერძო სასახლის ტერიტორიაზე გაკეთდა, სადაც წყვილი გასულ კვირას ისვენებდა.
სამეფო ოჯახის წევრებს ამ ფოტოების პუბლიკაციამ, 1997 წლის პარიზის ავტოკატასტროფამდე , მედიის მიერ პრინცესა დიანას დევნა გაახსენა. ფოტოების გამოქვეყნება გახდა საბაბი საზოგადოების დისკუსიისა სამეფო ოჯახის კერძო ცხოვრების უფლებაზე, განსაკუთრებით იმ სკანდალის შემდეგ, რომელიც სამი კვირის წინ, გაშიშვლებული პრინც ჰარის (უილიამის ძმის) ფოტოების გავრცელებას მოჰყვა.
მომზადებულია BBC Russian- ის მიხედვით
მასალის გამოყენების პირობები