ხომალდ „სოიუზი“ -ს ეკიპაჟი ყაზახეთის სტეპებში, ქალაქ არკალიკიდან 80 კილომეტრში დაეშვა დედამიწაზე.
საერთაშორისო კოსმოსური სადგრიდან დედამიწაზე დაბრუნდნენ რუსი კოსმონავტები გენადი პადალკა და სერგეი რევინი და ნასას ასტრონავტი ჯოზეფ აკაბა.
კოსმონავტები კაფსულიდან ამოიყვანეს. მათი მდგომარეობა ნორმალურია. ეკიპაჟი სერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე 124 დღე-ღამის განმავლობაში იმყოფებოდა. ამჟამად კი იქ რუსი კოსმონავტი იური მაჩკალენკო, ამერიკელი სუნიტა უილიამსი და იაპონელი აკიხიკო ხოსიდე რჩებიან.
მასალის გამოყენების პირობები