ტელეკომპანია Fox-ის ინფორმაციით American Idol-ის მსაჯები ნიკი მინაჟი და ქით ურბანი გახდებიან.
ნიკი და კიტი ახალგაზრდა ტალანტებს მერაია ქერისა და რენდი ჯექსონთან ერთად შეარჩევენ . პირველი მოსმენები ვარსკვლავების მონაწილეობით უკვე დაიწყო. "ნიკი არაჩვეულებრივი საერთაშორისო ფენომენია , რომლმაც თავისი კვალი დატოვა პოპ და რეპ მუსიკალურ მიმდინერობებში, - ამბობს Fox -ის გასართობი პროგრამების ხელმძღვანელი, - კიტიც შესანიშნავად შეავსებს Idol-ს ჟიურის, როგორც ქანთრი-მუსიკის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელი და ჩვენი ფანატები აუცილებლად შეიყვარებენ მას. ისეთი ვარსკვლავებით როგორიცაა ბრწყინვალე მერაია ქერი და მაყურებლებისთვის უსაყვარლესი რენდი ჯექსონი , ასევე ჰიტ-პარადების წამყვანი მუსიკოსები ნიკი და კიტი ჩვენ შევქმნით განსაცვიფრებელ ჟიურის. მანამდე American Idol-ის ჟიურის წევრები იყვნენ ჯენიფერ ლოპესი, სტივენ ტაილერი, საიმონ ქოუელი , ელენ დე ჯედერესი და პოლა აბდული .
მასალის გამოყენების პირობები