კომპანია Audi აგვისტოს გაყიდვების მიხედვით პრემიუმ სეგმენტის ლიდერებს შორის აღმოჩნდა, უკან მოიტოვა თანამემულე მარკები და მუდმივი კონკურენტები – BMW და Mercedes-Benz.
ზაფხულის ბოლო თვემ Audi-ს მთელს მსოფლიოში 108 100 რეალიზებული მანქანა მოუტანა, რაც 14,9%-ით მეტია გასულ წელთან შედარებით.
Audi-ს წარმატება ბაზარზე ორი სიახლის - Q3 და A1 Sportback -ის მოდელების წარმოდგენას მოჰყვა, ასევე ისტორიულ შედეგებს ჩინეთსა (+24%) და აშშ-ში (+13%). საკუთარ ევროპულ ბაზარზე Audi -ს დანამატი გაცილებით უფრო მცირე მასშტაბისაა – 0,8%. საერთო მაჩვენებლებით წლის დასაწყისიდან BMW ჯერაც უსწრებს Audi-ს.
Mercedes-Benz-ის შედეგი რვა თვის მაჩვენებლების მიხედვით – 841 567 ავტომობილია. ამრიგად ამ სამი ავტომწარმოებლის მოგების ზრდის დინამიკა, შასაბამისად ასეთია : 7,8%, 12,7% и 4,5%
მასალის გამოყენების პირობები