38 წლის ბრიტანელმა სუპერმოდელმა ქეით მოსმა გადაწყვიტა სერიოზული როლი ითამაშოს სრულმტარაჟიან ფილმში.
აღნიშნულ პროექტში მოსი მეგობარმა მსახიობმა ქალმა და კინოკომპანია Blonde to Black -ის მფლობელმა, სედი ფროსტმა მიიწვია. სწორედ ამ კინოკომპანიამ უნდა გადაიღოს ფილმი.
მანამდე ქეითს არა ერთხელ მიუღია მონაწილეობა მოკლემეტრაჟიან რგოლებში, დოკუმენტურ ფილმებსა თუ ტელეპროექტებში. სედი ფროსტი ჯერჯერობით არ ახმაურებს პროექტის დეტალებს, თუმცა ქეითის მასში მონაწილეობა აპრიორი უზრუნველყოფს ფილმის რეკლამას.
მასალის გამოყენების პირობები