MTV Europe Music Awards -ის ფავორიტი პოპ-მომღერალი რიანა გახდა, რომელიც ექვს ნომინაციაში მოხვდა, მათ შორის კატეგორიაში „საუკეთესო სიმღერა“, „საუკეთესო მომღერალი“, „საუკეთესო ვიდეო“. ქანთრი-მომღერალი ტეილორ სვიფტი ხუთ ნომიანციაზე წარადგინეს, ჯასთინ ბიბერი და ქეთი პერი - ოთხზე.
საუკეთესო სიმღერისთვს ჯილდოს მოსაპოვებლად ერთმანეთს დაუპ
ირისპირდებიან კარლი რეი ჯესფენის "Call Me Maybe" , რიანას და კალვინ ჰარისის "We Found Love", Gotye -ს "Somebody That I Used To Know", ასევე პიტბულის და ქრის ბრაუნის "International Love", fun -ის და ჯანელ მონეს "We Are Young" .
ნომინაციაში საუკეთესო ვიდეო წარდგენილნი არიან : M.I.A. -ს "Bad Girls", ლედი გაგას "Marry The Night", ქეთი პერის "Wide Awake", რიანას "We Found Love" და PSY-ს "Gangnam Style".
საუკეთესო მომღერლის ჯილდოს გაათამაშებენ რიანა, ქეთი პერი, ფინქი, ტეილორ სვიფტი და ნიკი მინაჟი. მამაკაცის შესაბამის ნომინციაში აღმოჩნდნენ ჯასთინ ბიბერი, კანიე უესტი, Flo Rida, პიტბული და Jay-Z. საუკეთესო ახალბედა შესაძლოა გახდეს ლანა დელ რეი ან კერლი რეი ჯესფენი.
MTV Europe Music Awards -ის ჯილდოების გადაცემის ცერემონია 11 ნოემბერს ფრანკფურტში შედგება.
მასალის გამოყენების პირობები