რუბრიკები
საპროტესტო აქცია ზუგდიდში
ზუგდიდში #4 საპყრობილესთან გამართულ აქციაზე შეკრებილმა რამდენიმე ასეულმა ადამიანმა პატიმრების წამების ფაქტი გააპროტესტა. აქციას კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრებიც შეურეთდნენ. მაცხოვრის კარის ეკლესიის წინამძღვარმა, მამა გიორგი ჯგუშიამ მედიას განუცდა, რომ სამღვდელოებამ დიდი ხანია იცოდა მსგავსი ფაქტების შესახებ და პატიმრების თხოვნით არ ახმაურებდა.  ეს არის ერის  დაცემა - განაცხადა მან. მომიტინგეებს ირაკლი ალასანიამ მიმართა: “მე ვპირდები საქართველოს ყველა მოქალაქეს, ვერც ერთი მათგანი ვერ გაექცევა სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას.“ ირაკლია ალასანიამ ხალხს ემოციების მართვისკენ მოუწოდა და შეახსენა, რომ მათთვის მთავარი იარაღი არჩევნებია, რითაც ნაციონალური მოძრაობის რეპრესიული რეჟიმი დასრულდება. რადიო “ათინათთან“ ისაუბრა რეჟისორმა რევაზ ჩხეიძემ: “ეს არის საოცარი, არ გაგონილი დანაშაული. პრეზიდენტი გამოვიდა და თქვა, რომ მან ამის შესახებ არაფერი არ იცოდა, ეს იმას ნიშნავს რომ მან იცის ეს რას ნიშნავს და რამხელა დანაშაულია“ განაცხადა მან. „ათეულობით, ასეულობით და უფრო მეტი ადამიანი და ოჯახი შეეწირა ასეთ თავნებობას და აღვირახსნილობას, ჩვენ ვალდებულნი ვართ ამ ყველაფერს წერტილი დავუსვათ“- განაცხადა კოალიცია „ქართული ოცნების“ ზუგდიდის შტაბის ხელმძღვენლმა მერაბ ქვარაიამ. აქციას „ქართული ოცნების“ ჩხოროწყუს შტაბის წევრები და ბლოკ „გიორგი თარგამაძე ქრიტიან–დემოკრატიული გაერთიანების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ჩხოროწყუში, ბაკურ კვირტია შეუერთდნენ. საპროტესტო აქციის მონაწილეები მშვიდობიანი მსვლელობით პროკურატურის შენობისკენ გაემართნენ.  
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.