ახალი iPhone 5 უკვე გაყიდვაშია. Apple -ის პირველი მყიდველები ავსტრალიელები გახდნენ. სიდნეიში მაღაზიასთან უზარმაზარი რიგი დადგა. ზოგიერთებმა, გაყიდვის მოლოდინში, რამდენიმე ღამე კარვებშიც გაათიეს.
12 სექტემბერს სან-ფრანცისკოს კონფერენციაზე, Apple -ის ახალი გაჯეტის პრეზენტაცია გაიმართა. მას შემდეგ კომპანიის თაყვანისმცემლები დღეებს ითვლიდნენ მის გაყიდვამდე.
Apple -ს საფირმო მაღაზიების გარშემო აჟიოტაჟი იაპონიაშიც ატყდა. სმარტფონების შეძენა ასევე დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, ჰონგ-კონგში, კანადაში, სინგაპურში, აშშ-სა და საფრანგეთშია შესაძლებელი . სხვა ქვეყნებში გაყიდვები 298 სექტემბრიდან დაიწყება.
euronews
მასალის გამოყენების პირობები