თუკი ახალგაზრდა ხარ, მაგრამ არ მუშაობ და არც სტუდენტი ხარ, მაშ ყველაფერი რიგზეა – დაახლეობით ასეთია აზრი კომპანია Benetton-ის ახალი სარეკლამო რგოლისა. მასში 18 დან- 30 წლამდე უმუშევარი და არა სტუდენტი, სიმპათიური გოგონები და ვაჟები მონაწილეობენ.
„წლის ყოველი უმუშევარი“ პოსტერებზე მკაცრ კოსტიუმებშია გამოწყობლი, რაც ხაზს უსვამს იმას, რომ უმუშევრობა, სულაც არ ნიშნავს უპასუხისმგებლობას და უქნარობას. აქვე მითითებულია ყოველი გმირის სახელი, ასაკი და „არაპროფესია“.
"ახალი კამპანია თანამედროვე საზოგადოების რეალურ სურათს იძლევა, რადგან ახლგაზრდობის უმუშევრობა და თაობათა შორის პოტენციური კონფლიქტი, დღეს ისე მწვავედ დგას, როგორც არასდროს. ჩვენ გადავწყვიტეთ სხვა კუთხით შევხედოთ პრობლემას ", – აცხადებენ Benetton-ში.
მასალის გამოყენების პირობები