კოალიცია "ქართული ოცნების" აქცია ზუგდიდში 16 საათზე გაიმართება. მოედანზე სცენის დამონტაჟება და ტექნიკური სამუშაოები 9 საათზე დაიწყო და ამ დრომდე გრძლედება.
ეს იქნება ბოლო მანიფესტაცია, რომელსაც "ქართული ოცნება" რეგიონებში ჩაატარებს. საარჩევნო კამპანია კი 29 სექტემბერს თბილისში დასრულდება.
ზუგდიდში "ქართული ოცნების" რიგით მე-11 აქცია იმართება. კოალიციამ აქციები თბილისში, თელავში, რუსთავში, მცხეთაში, გორში, ქუთაისში, ოზურგეთში, ბათუმში, ამბროლაურსა და ახალციხეში უკვე ჩაატარა.
მასალის გამოყენების პირობები