რუბრიკები
ზუგდიდში ქართული ოცნების აქცია გაიმართა
ზუგდიდის ცენტრალურ მოედანზე კოალიცია „ქართული ოცნების“ აქცია გაიმართა. კოალიციის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი მოედანზე, გუნდის წევრებთან, ერთად  ზუსტად 16 საათზე გამოჩნდა და ასეულობით შეკრბილ ადამიანს მიესალმა. „ნოემბერში, როცა ჩვენ პირველი კვლევა ჩავატარეთ, ვნახეთ, რომ სამეგრელოს ვაგებდით. მხოლოდ მე ვთქვი, დაელოდეთ და ნახეთ რას იზამენ მეგრელები-მეთქი. არასოდეს ვყოფილვარ ასეთი ბედნიერი. თბილისის შემდეგ მსგავსი შეკრება არსად ყოფილა" – განუცხადა საზოგადოებას კოალიციის ლიდერმა. „ზუგდიდი და სამეგრელო არის ის ადგილი სადაც სააკაშვილის სისასტიკე ყველაზე მწვავედ იგრძნობა. ქვეყანაში ივანიშვილმა ასევე ყურადღება გაამახვილა ახალაიების კლანის რღვევაზე და აღნიშნა რომ 1 ოქტომნერი იქნება ხელისუფლების პასუხისგების დღე. განვითარებული მოვლენების გამო  საზოგადოება ფეხქვეშ არის გათელილი. ხალხნო უნდა გავაცნობიეროთ, რომ ნაციონალური მოზრაობის ყოველი მომხრე თვითონვე იქნება სასტიკი დანაშაულის მონაწილე და ჯალათი“–აღნიშნა ივანიშვილმა. ამის შემდეგ კოალიციის ლიდერმა შეკრებილ საზოგადოებას სამეგრელოს რეგიონში წარდგენილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები კიდევ ერთხელ პირადად გააცნო. აქციის მონაწილეებს ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატმა ირაკლი ალასანიამ მიმართა. „ჩვენ უნდა გავარჩიოთ რა გვინდა და როგორი მომავალი ჩვენთვის და ჩვენი შვილებისთვის. დავტოვებთ საქართველოს წამების და უსამართლობის ნგრევის პირობებში, თუ ავირჩევთ ისეთ პოლიტიკურ კურსს რომელიც საქართველოს წაიყვანს გამთლიანებისკენ. სწორედ სამეგრელოს და ზუგდიდს აქვს ყველაზე დიდი შანსი გააერთიანოს ქვეყანა და გადოს ხიდი ქართულ–აფხაზური ძმობის აღდგენაში“ – აღნიშნა ირაკლი ალასანიამ „ყველამ მივმართოთ ჩვენი გონება და ხმა მივცეთ ორმოცდაერთს.“ ამ სიტყვებით ხალხის წინაშე „ქართული ოცნების“ ზუგდიდის შტაბის ხელმძღვანელი მერაბ ქვარაია წარსდგა. აქციაზე შეკრებილი საზოგადოება კმაყოფილი დარჩა ბიძინა ივანიშვილის გამოსვლით. რადიო „ათინათთან“ საუბრისას  მათ აღნიშნეს, რომ კოალიცია „ქართულ ოცნების“  გამარჯვებაზე  დიდ იმედებს ამყარებენ. შეგასენებთ რომ აქციიის შემდეგ 18 საათზე ბერა ივანიშვილის კონცერტი იგეგმებოდა. აქციის დასასრულს ბიძინა ივანიშვილმა საოგადოებას განუცხადა, რომ საქართველოს დღეს მძიმე დღეები უდგას ამიტომ ბერა ზუგდიდიელებისთვის სხვა დროს იმღერებს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.