დღეს დილიდან ზუგდიდის ქუჩებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები ხალხს აცნობებენ, რომ ქალაქის ცენტრალურ მოედანზე საქართველოს პრეზიდენტი და „ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, როლანდ ახალაია შეხვედრას გამართავენ. ამ დროისთვის ნაწილობრივ გადაკეტილია ზუგდიდის ცენტრალური მოედანი და რუსთაველის ქუჩა. მოედანზე, სადაც სამზადისი მიმდინარეობს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი, ალექსანდრე ქობალიაც იმყოფებოდა. მოედანზე ტენიკური სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. ასვე ქალაქში ყვითელი სამარშუტო ტაქსების დიდი რაოდენობაა მობილიზებული. სამარშუტო ტაქსების მძღოლები კომენტარს არ აკეთებენ.
მასალის გამოყენების პირობები