„ახალი მემარჯვენეების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მანანა ნაჭყებიამ ზუგდიდიში ბრიფინგი ჩაატარა.
„საპატიმროში ადამიანთა წამების ამსახველი შემზარავი კადრების ქართული ტელეარხებით გავრცელების გამო შექმნილამ ვითარებამ გვაიძულა შეგვეწყვიტა წინასაარჩევნო კამპანია და გაგვეუქმებინა ყველა დაგეგმილი რონისძიება. მიგვაჩნია, რომ ტრადიციული საარჩევნო საარჩევნო კამპანიის გაგრძელება უკვე წარმოუდგენელია. ამიტომ, ნაცვლად იმ გამოსვლისა, რომელიც მე ზუგდიდში დაგეგმილ ღონისძიებაზე უნდა გამეკეთებინა, გადავწყვიტე ამ ფორმით მივმართო ზუგდიდიელებს“ - განაცხადა მანან ნაჭყებიამ
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ასევე აღნიშნა, რომ 1 ოქტომბერს ზუგდიდი სწორ არჩევანს, დემოკრატიის სასარგებლოდ გააკეთებს.
„მე არ მომწონს, რომ ღიად მიდის შეჯიბრი ვინ უფრო მეტ ზუგდიდელს გამოიყვანს ქუჩაში მიტინგზე“.
ბრიფინგის დასასრულს მანანა ნაჭყებიამ კიდევევ ერთხელ მოუწოდა ზუგდიდის მოსახლეობას 1 ოქტომბრის არჩევნებში ნების თავისუფალი გამოხატვისკენ და აღნიშნა რომ აუცილებალ მივა ყვლლა ზუგდიდიელთან სახლში და იბრძოლებს მათი ინტერესების დასაცავად.
მასალის გამოყენების პირობები