ეროვნულ დემოკრატიული პარტიის ზუგდიდის ბიუროს წარმომადგენლებმა ზუგდიდის ცენტრში ბუკლტები დაარიგეს. ბუკლეტებში საქართველოს საპატიმროებში გამოვლენილი ფაქტების შესახებ „ედპ“- ს პარტიის ლიდერის, ბაჩუკი ქარდავასა და პარტიის წევრ გურამ ჩახვაძის მიერ გაკეთებული მიმართვაა წარმოდგენილი.
„ქართული საზოგადოება არასდროს შეეგუება ძალადობისა და ღირსების შეურაცხყოფის ფაქტებს. პენიტენციალური სისტემა უნდა ემსახურებოდეს დამნაშავის რესოციალიზაციას და არა მის დათრგუნვას, მორალურად გატეხვას. ჩვენ სოლიდარობას და თანადგომას ვუცხადებთ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის სამართლიან პროტესტს და მოვითხოვთ სრულად იქნეს გამოძიებული და დასჯილი საპყრობილეებში არსებული ძალადობის არა მარტო შემსრულებლები, არამედ ორგანიზატორებიც“ - ნათქვამია „ედპ“ - ს ლიდერის, ბაჩუკი ქარდავას მიმართვაში.
როგორც ეროვნულ დემოკრატიული პარტიის ზუგდიდის ბიუროს თავმჯდომარემ კახა ჯიქიამ რადიო „ათინათთან“ საუბრისას განაცხადა, მათ არ აქვთ საშუალება რომ საარჩევნო კამპანია სრული დატვირთვით აწარმოონ ამიტომ საზოგადოებას საკუთარ აზრს და განწყობას ამ ფორმით აწვდიან.
მასალის გამოყენების პირობები