ანაკლიის სასტუმრო „პალმ-ბიჩში“ ჩერქეზული ცენტრის მიერ ორგანიზებული კონფერენცია გაიმართა. კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში აბაზურ -ჩერქეზული დელეგაცია იმყოფება.
წელს პირველად, შეხვედრაში მონაწილეობას აფხაზური მხარეც მიიღებს. ჩერქეზული კულტურის ცენტრის დირექტორის მერაბ ჩუხუას აზრით „ქართულ აფხაზური დიალოგის დაწყება ვერ შედგება მესამე მხარის გარეშე. ამ შემთხვევაში ჩერქეზეთი არის ის პარტნიორი, რომელიც აფხაზებს აჩვენებს ყველა იმ რადიკალურ ცვლილებას, რომელიც ქართულმა სახელმწიფომ და ქართულმა საზოგადოებამ განიცადა“.
როგორც ცენტრის ხელმძრვანელმა რადიო „ათინათთან“ საუბრისას აღნიშნა, შეხვედრაში მონაწილეობას იღებენ ჟურნალისტები და თავისუფალი მოქალაქეები.
მერაბ ჩუხუა იმედოვნებს, რომ ეს დიალოგი შემდეგშიც გაგრძელდება და ის შედეგს აუცილებლად გამოიღებს.
შეხვედრის კიდევ ერთი მიზეზი უცხოეთში არსებული ჩერქეზთა დიასპორის მხრიდან, რეგიონთან დაკავშირებული ბიზნეს ინტერესებია. მათ უკვე მზად აქვთ საინვესტიციო ორი პროექტი. ერთი -ერთი ჩერქეზული ინვესტიცია შეეხება ლაზიკის მიმდებარე ტერიტორიას, სადაც ჩერქეზული სავჭრო ცენტრი იქნება.
მერაბ ჩუხუას განცხადებით საინვესტიციო პროექტის ავტორები ვარაუდობენ რომ მათ ფეხი უნდა აუწყონ ლაზიკის განვითარების დინამიკას. „ეს არის ახალი სიტყვა ქართულ ეკონომიკაში და ჩერქეზული ბიზნესის ახალი ხედვა საქართველოს მიმართულებით. მისივე განცხადებით თბილისში გაიმართა ჩერქეზი დიზაინერის პრეზენტაცია, რომელიც ამერიკიდან ჩამოვიდა საქართველოში. დიზაინერი დაათვალიერებს იმ ადგილებს სადაც შეიძლება მომავალში ჩერქეზული ცენტრი განთავსდეს.
აბაზთა ნაციონალური კულტურის ცენტრის წარმომადგენლმა, რუსლან კამბიევმა ჩვენთან საუბრისას განაცხადა, რომ მსგავსი ფორმატით შეხვედრა მეორედ ტარდება, პირველი შეხვედრა ჩერქეზთა ცენტრის ორგანიზებით ჩერქეზთა საზაფხულო სკოლაში შედგა.
ჩრდილო-კავკასიური დელეგაცია ხვალ ბათუმში გაემგზავრება. 26 სექტებერს ისნი სვანეთს ეწვევიან და ვიზიტს თბილისში დაასრულებენ.
მასალის გამოყენების პირობები