ლეგენდარულმა მოდების სახლმა Twitter-ის და Facebook -ის მრავალრიცხოვან ბლოგებში 21 ათასი გამოხმაურება მიიღო. Burberry-ს ასეთი აღიარება არა ორიგინალური სტილის, არამედ შოუს დროს, წინა რიგში მჯდომი ცნობილი სახეების დამსახურებაა. მაგალითად, გამოხმაურებათა მესამედი ჯგუფის One Direction სოლისტს ჰარი სტაილისს ეხებოდა.
სოციალური ქსელების ანალიტიკოსები ხაზს უსვამენ იმას, რომ პოპულარობის მოსაპოვებლად, მედიაში ინფორმაციის გაშუქებაზე მეტად, ბრენდის აუდიტორიისათის ცნობადი სახეების საშუალებით წარდგენა ჭრის. ასეთ შემთხვევაში, მსგავსი ტრენდები შემდგომშიც წარმატებით ვითარდებიან, რაც შესანიშნავად გამოყენეს Burberry-ის სპეციალისტებმა.
მასალის გამოყენების პირობები