Dior -ის მოდის სახლმა ელექტრონული ტექნოლოგიების ათვისება გადაწყვიტა. ლონდონის უნივერმაგ Harrods -ში ექსკლუზიური მობილური ტელეფონი Reverie წარმოადგინეს, რომელიც ლეგენდარული ბრენდის ემბლემით შეიქმნა. მისი ყველა დეტალი საფრანგეთში ხელით აიწყო და Dior საუკეთესო ტრადიციებშია შესრულებული, ფუფუნება და დახვეწილობა ხომ ამ ბრენდის დამახა
სიათებელი ნიშანია. თეთრი ქროს 18-კარატიანი აპარატი ინკრუსტირებუია 539 ბრილიანტით და სადაფის 46 დეტალით. ტელეფონი აღჭურვილია 3,2-დიუმიანი სენსორული ეკრანით. სპეციალურად ამ ექსკლუზიური გაჯეტისთვის შემუშავდა რამდენიმე ხატოვანი ჩანართი რომელიც Dior- ის მოდის სახლის ისტორიას ეძღვნება.
ამ მოწყობილობის ყიდვის მსურველმა საკმაოდ სოლიდური თანხა - 78 000 ფუნტი (დაახლოებით 98000 ევრო) უნდა გადაიხადოს.
მასალის გამოყენების პირობები