რუსეთის დუმის დეპუტატები და მართლმადიდებლური საზოგადოების წარმომადგენლები თვლიან, რომ მორწმუნეთა გრძნობების დაცვის შესახებ კანონის მიღების შემთხვევაში, ქვეყანაში არ უნდა ჩატარდეს „ფრთხილად მართლმადიდებლობა!“ტიპის გამოფენები ან ისეთი კონცერტები, რომლებშიც მერლინ მენსონისა თუ მადონას მსგავსი ვარსკვლავები მონაწილეობენ, ამის შესახებ გაზეთი "
Известия" წერს.
სტატიის თანახმად, დუმის საზოგადოებრივი გაერთიანებებისა და რელიგიური ორგანიზაციების სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის, იაროსლავ ნილოვის განცხადებით , მორწმუნეთა გრძნობების დაცვის შესახებ კანონპროექტში გათვალისწინებული იქნება ადამიანთა რელიგიური გრძნობების შურაცხმყოფელ არტ- გამოვლინებებთან, მათ შორის კონცერტებთან, დაკავშირებული თემატიკის ასპექტები.
interfax
მასალის გამოყენების პირობები